რუსთავში, მე-7 მიკრორაიონის N14 კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
მოსახლეობა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და პრობლემის გაშუქება სთხოვა.
მათი თქმით, წლებია კორპუსის სარდაფებში წყალი დგება, რის გამოც არის ანტისანიტარია და უსიამოვნო სუნი.
"ძალიან დიდი ხანია კანალიზაციის წყალი დგას. ყარს იქაურობა, გაჩნდება უბედურება და ყველაფერი. თან ისეა, რომ სახლის ბალავერი იწევს თანდათან დაბლა. რამდენჯერ განვაცხადეთ, მოვიდნენ მაგრამ არ გააკეთეს ნორმალურად.
რუსთავის წყალსაც ვესაუბრეთ, არაფერი პასუხი არაა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ წყალი არ დადგეს სარდაფებში, თვითონ იციან ეს კანალიზაციისა თუ რისია. ცოდვები ვართ, დავიხოცეთ, ყარს იქაურობა. მთლიანად არის მოდებული წყალი, სარდაფში ვერ შეხვალ კოჭს ზემოთ წყალია, თან ყარს ყველაფერი",- ამის შესახებ მარინა ზედგინიძემ განუცხადა.
"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია რუსთავის წყალსაც, სადაც განაცხადეს, რომ მათი სამუშაო ჯგუფი უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე და გაწმენდილია საკანალიზაციო ქსელი.