თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის დროს ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.