შეცდომით გადათხრილი სტადიონი პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანეს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ რამდენიმე კვირის წინ მე-11 მიკრორაიონში საფეხბურთო მოედანი შეცდომით გადათხარა,რის შედეგადაც მოედნის საფარი დაზიანდა. აღნიშნული პრობლემის შესახებ "ინფო რუსთავმა" გააშუქა.
რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მოთხოვნით აღნიშნულმა კომპანიამ სტადიონი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, დააგო ასფალტის საფარი და კარები ხელახლა დაამონტაჟა.