სტადიონი შეცდომით გადათხარეს (ვიდეო)

2017-09-08 19:31:07

მე-11 მიკრორაიონში სტადიონი შეცდომით გადათხარეს. ამის შესახებინფო რუსთავსადგილობრივებმა განუცხადეს. შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. მე-11 მიკრორაიონში ერთ-ერთი სტადიონის დემონტაჟი დაიწყეს, ასფალტი გადათხარეს და საფეხბურთო კარები მოხსნეს, თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა, სამუშაოების შემსრულებლებს სხვა სპორტული მოედანი უნდა გაეკეთებინათ. არსებულ სტადიონზე სამშენებლო მასალები დატოვეს, მუშაობა კი მეორე სტადიონზე განაგრძეს. როგორც მოსახლეობაინფორ რუსთავთანსაუბარში აცხადებს, პრობლემით ადგილობრი თვითმმართველობას უკვე მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ შეცდომა სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ დაუშავა. კომპანიას არ ჰქონდა უფლება სტადიონის დემონტაჟი „ზედამხედველობის“ სამსახურის გარეშე მოეხდინა. ალეკო ნავროზაშვილის განცხადებით, სწორედ ამან გამოიწვია მისამართების შეშლა. მისივე განმარტებით, კომპანია ვალდებულია სტადიონი თავადვე აღადგინოს. ნახეთ ვიდეო.