რუსთავის სკოლების მოსწავლეები, რომელთა საშუალო საფეხურის საერთო ქულა 10-ია დამრგვალების გარეშე, მუნიციპალიტეტის მხრიდან ჯილდოს სახით 500 ლარს მიიღებენ.
პროგრამის ფარგლებში, 500 ლარი გასულ წელს 150 კურსდამთავრებულს გადაეცა.
2023 წლის ბიუჯეტით ამ პროგრამისთვის 75 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც შესაძლოა გაიზარდოს.
თანხის მატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ოქროსმედალოსანი ეყოლება წელს რუსთავს.