რუსთავში დასაქირავებელი ბინის ფასები ბოლო თვეებში მკვეთრად გაძვირდა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლებმა განუცხადეს.
მათი თქმით, ახლა ქალაქის ცენტრში ერთოთახიანი ბინის დაქირავება მინიმუმ 600-დან 700 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი, გარეუბნებში კი 500 ლარად.
მათი თქმით, გაქირავების დროს ძირითადად მოთხოვნა ერთოთახიან ბინებზეა.