რუსთავში ბინები გაძვირდა

2023-02-28 11:38:40

რუსთავში ბინები გაძვირდა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების ბაზრის რამდენიმე სპეციალისტმა განუცხადა.

მათი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა ფასების ზრდა შეიმჩნევა და ჯერ-ჯერობით კიდევ გრძელდება. არის პროგნოზი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გაძვირდება.

თუკი ერთოთახიანი ბინის ყიდვა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, როგორიცაა მეგობრობა, თოდრია, შარტავა, მესხიშვილი, მანამდე 20 000$-დან 25 000$ ფარგლებში შესაძლებელი იყო, ახლა 25 000$ ყველაზე მინიმალური ფასია.

ერთ ოთახიანი ბინა - 25 000 - 35 000$

ოროთახიანი ბინა - 35 000 - 45 000$

სამოთახიანი ბინა - 45 000$-დან ზევით

უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტების თქმით, მოთხოვნა მაღალი ძირითადად ერთოთახიან ბინებზეა.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები