რუსთავში 96 ლიფტი სრულად გამოიცვლება

2023-02-21 12:41:27

რუსთავში სხვადასხვა მისამართზე 96 ახალი ლიფტი გაკეთდება.

ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მერიას დაუკავშირდა კითხვით, რომელ მისამართებზე გამოიცვლება ლიფტები, თუმცა როგორც განგვიცხადეს, ჯერ-ჯერობით კონკრეტული მისამართები უცნობია.

ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 782 168 ლარი დაიხარჯება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები