რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ფოლკსვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილი ზებრა გადასასვლელთან 70 წლამდე ქალს დაეჯახა.
დაშავებული ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, მიმდინარეობს პაციენტისთვის საჭირო შესაბამისი სამედიცინო პროცედურები.
შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი.