ესპანეთში 25 ქართველი დააკავეს [video]

2023-02-19 17:48:27

ესპანეთში ქართველ კრიმინალთა ორგანიზაციის წევრები დააკავეს.[ვიდეო/video]

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მადრიდში 25 ადამიანი დააკავა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ მთელი ქვეყნის მასშტაბით 14-მდე სახლის ძარცვა.

ოპერაციის ფარგლებში დაკავებულების სხვადასხვა სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 32 ძვირადღირებული საათი, 259 ძვირადღირებული სამკაული - კულონი, სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და ძვირფასი ქვები, 79 ელექტრონული მოწყობილობა - მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირადღირებული ტანსაცმელი და მუსიკალური ინსტრუმენტები. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული კრიმინალური ორგანიზაციის სხვა წევრების დაკავება.


 

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები