რუსთავის N1 საბავშვო ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერიც გამოავლინა.
სამუშაოების ფარგლებში განახლდება როგორც პირველი, ასევე მეორე ფლიგელიც. იგეგმება საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობაც.
N1 ბაღის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 716 100 ლარია გამოყოფილი.