ტრაილერი ბოძს შეეჯახა და ამობრუნდა

2023-02-18 18:17:24

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ტრაილერი განათების ბოძს შეეჯახა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ფოტო: მთავარი არხი