2023-02-16 14:40:01
რუსთავში, თოდრიას წრესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ნისანისა" და "აუდის" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.