ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

2023-02-16 11:42:14

თბილისში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან "თავადურთან" ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. დაშავებულებიდან 2 გერმანულ ჰოსპიტალში, 3 კი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ავარიის დროს ერთ-ერთი ავტომობილი სრულად დაიწვა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები