რუსთავში რამდენიმე მისამართზე ახალი საბავშვო და სპორტული მოედნები გაკეთდება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერზე თან დართული დოკუმენტების მიხედვით, სხვადასხვა მისამართზე იგეგმება, საბავშვო მოედნების, ფანჩატურების, კალათბურთის სტადიონისა და ტრენაჟორების გაკეთება.
ამ დროისთვის უცნობია რა მისამართებზე იგეგმება სამუშაოების შესრულება, თუმცა ცნობილია, რომ ამისთვის 299 982 ლარია გამოყოფილი.