სპეცოპერაცია რუსთავის ცენტრალურ გამზირზე [video]

2023-02-14 23:59:04

რუსთავში მეგობრობის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული სპეცოპერაცია მეგობრობის გამზირის გარდა ქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა, რა დროსაც საერთო ჯამში 5-მდე პირის დაკავება მოხდა, მათ ბრალად ნარკოტიკული საშუალებების შენახვა, შეძენა, გასაღება ედებათ.

რუსთავის გარდა სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში.

მასშტაბური სპეცოპერაციების დროსაც სამართალდამცავებმა 45 პირი დააკავეს, რომელთა შორისაც 23 ნარკორეალიზატორია.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები