8 მარტიდან 15 მარტამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები იქნება.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა საგაზაფხულო არდადეგები იქნება თუ არა რუსთავის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
როგორც ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებაში” განგვიცხადეს, ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება და ამ პერიოდის განმავლობაში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ ვითარებაში გაგრძელდება.