შუა ხნის ქალი მოკლეს

2023-02-13 19:51:47

ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ ხამისკურთან ქალის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები აღენიშნება და სახე დასახიჩრებული აქვს.

მათივე თქმით, 45 წლამდე ასაკის ქალს დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავშ" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ქალი და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები