რუსთაველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა

2023-02-13 13:54:12

რუსთაველმა სპორტსმენმა თურქეთში, სტამბულში გამართულ ტაეკვონდოს საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა.

ელმიშან ტალიბოვის მიერ გაწვრთნილმა 18 წლის პარა-სპორტსმენმა სანდრო მეგრელიშვილმა, რომელიც 63 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალურ შეხვედრაში უზბეკი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მოგებამ რუსთაველი სპორტსმენი ოლიმპიურ რეიტინგში კიდევ რამდენიმე  ქულით წინ წაიწია და 2024 წელს გასამართ ჩემპიონატზე საასპადრეზოდ  შანსი გაზარდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები