რუსთავში ახალგაზრდა კაცი დააკავეს

2023-02-11 00:08:44

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დააკავეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ფიროსმანის ქუჩაზე პოლიციამ 35 წლამდე მამაკაცი პირადი ჩხრეკის მიზნით შეაჩერა.

არსებული ცნობით, ჩხრეკის შედეგად მამაკაცს, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.

სამართალდამცავებმა მამაკაცი ადგილზევე დააკავეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები