სენაკში, ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი დაჭრა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით, მტევანსა და თითებზე აქვს მიყენებული.
შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
სავარაუდო, ბრალდებული, კი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.