ცხოველთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები რუსთავში

2023-02-06 12:29:58

იანვარში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 163 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა. მათ შორისაა 48 15 წლამდე პაციენტი.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენების უმრავლესობა, 143 შემთხვევა, მოშინაურებული ცხოველების მხრიდანაა.

ჯანგულაშვილის ცნობითვე, დაკბენა-დადორბვლა-დაკაწვრის შემთხვევებიდან 116 ძაღლზე მოდის, 40 კი კატაზე.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები