რუსთაველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა

2023-02-05 18:46:49

რუსთაველმა სპორტსმენმა, ამიკო სვიმონიშვილმა ჯიუ ჯიცუს საერთაშორისო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 17-მდე ქვეყნის სპორტსმენმა მიიღო.

შალვა მამაცაშვილის მიერ გაწვრთნილმა 23 წლის რუსთაველმა სპორტსმენმა 94 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.

ფინალურ შეხვედრაში მან ამერიკელი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალიც გაინაღდა.

ამიკო სვიმონიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა აბსოლუტურ წონაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები