იანვრის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებსა და მის მიმდებარედ მომხდარი 10 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.
სამწუხაროდ, გასულ თვეში, ქალაქში და მის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი 6 წლის ბავშვი იყო.
ავტოსაგზაო შემთხვევები მოხდა რუსთავის ავტობანზე, თოდრიას, მეგობრობის, გაგარინის ქუჩაზე და ცენტრალურ ხიდზე.