რუსთავში კიდევ ერთი ახალი სკვერი მოეწყობა

2023-02-03 19:49:20

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონის  #7, #8 და #9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი მოეწყობა. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა.

საპროექტო სკვერის მთლიანი ფართობი 3486 მ2-ია. ამ ფართობზე დაწნეხილი ბეტონის ფილებით საფეხმავლო ბილიკები უნდა მოეწყოს, ასევე დაწნეხილი ბეტონის ფილით უნდა მოეწყოს სავალი ნაწილი. პროექტის ფარგლებში, უნდა გაკეთდეს საბავშვო მოედანი ატრაქციონებით და სპორტული მოედანი სავარჯიშო ტრენაჟორებით, ასევე უნდა რეაბილიტირდეს მინისტადიონი.

სკვერში უნდა გაკეთდეს კეთილმოწყობილი ფანჩატურები და დაირგას დეკორატიული ხემცენარეები.

სატენდერო დოკუმენტაციაში ასახული პირველადი თანხის მიხედვით, სკვერის მოსაწყობად დაახლოებით 422 086 ლარი დაიხარჯება.

გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 120 კალენდარული დღე ექნება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები