რუსთავში, მურმან ლებანიძის ქუჩაზე გზის მოწყობის სამუშაოები იგეგმება. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა.
საუბარია აფხაზეთის, VII მიკრორაიონისა და ლომოურის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ბეტონის საფარი უნდა გაკეთდეს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, პროექტის პირველადი ღირებულება 336 974 ლარია.
ტენდერში გამარჯვებულ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას აღნიშნულ ლოკაციაზე გზის კეთილმოსაწყობად 120 კალენდარული დღე ექნება.