"ჩვენი ახალი წამოწყება იქნება, რომ თითოეული სარდაფი შემოწმდება სპეციალისტებთან ერთად",- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ 2023 წლის პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
ლაცაბიძის თქმით, იმისათვის რომ ავარიული შენობების მატება არ მოხდეს, სხვადასხვა სამსახურთან ერთად ქალაქში არსებული ყველა კორპუსის სარდაფებს შეისწავლიან.
"გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, როგორიცაა სარდაფებში წყლის გაჟონვა და სისტემურად დავინახეთ ქალაქში იმის აუცილებლობა, რომ დავიწყოთ თითოეული კორპუსისა და სარდაფის შესწავლა.
ეს იქნება ჩვენი პრევენციული ღონისძიება იმისთვის, რომ შემდგომში კიდევ ავარიული შენობის მატება არ მოხდეს ჩვენს ქალაქში.
ამიტომ, ჩვენი ახალი წამოწყება იქნება, რომ თითოეული სარდაფი შემოწმდება სპეციალისტებთან ერთად და სხვადასხვა სამსახურის ჩართულობით ჩვენ ვიქნებით ინიციატორები, რომ წყლის კომპანიასთან და ამხანაგობებთან ერთად მუნიციპალიტეტი იყოს ამაში აქტიურად ჩართული",- განაცხადა ლაცაბიძემ.