რუსთავში მიკროავტობუსი ბორდიურზე ავარდა და კედელი გაანგრია [video]

2023-02-03 00:03:52

რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ფორდის" მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურზე ავარდა და ბეტონის კედელს შეეჯახა.

შემთხვევის დროს შუა ხნის მამაკაცი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, მამაკაცს ზედაპირული ტრავმები აღენიშნება და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები უკვე დიდი ხანია ითხოვენ სიჩქარის ხელოვნური შემაფერხებლის მონტაჟს, გზის დახაზვას და ასევე შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსებას.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები