2023-02-02 13:58:42
რუსთავში, მარის არხის დასახლებაში ხანძარია.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ ფიცრულს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.