ვარკეთილში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირი დააკავეს. დაკავებულებს თანხის გამოძალვა ედებათ ბრალად.
სპეცოპერაცია ვარკეთილში კაფე „თეისთში“ ჩატარდა.
გავრცელებული ინფორმაციით დაკავება ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება.
პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს წულუკიძის ქუჩაზე მდებარე სახლში, რომელშიც სავარაუდოდ დაკავებულები ცხოვრობენ.