რუსთავის სკოლებში ვაკანსიები გამოცხადდა

2023-01-31 17:54:14

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლაში მუშაობის მსურველთათვის ვაკანსიები გამოაცხადა.

რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ ეტაპზე შემდეგი ვაკანსიებია დარჩენილი:

1. ენისა და მეტყველების თერაპევტი - №16 საჯარო სკოლა, განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 1 მარტი;

2. მასწავლებელი/მაძიებელი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, V, VI, VII, VIII, IX კლასები, სკოლა "რეცა", განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2 თებერვალი;

3. მასწავლებელი/მაძიებელი - დაწყებითის მასწავლებელი, მენაფირის აკადემია, განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 8 თებერვალი;

4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი, №12 საჯარო სკოლა, განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 1 თებერვალი.

ვაკანსიებს, რომლებიც ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაძიებელ მასწავლებლებს შეუძლიათ თვალი ადევნონ Teacherjobs.ge-ზე.