"საძირკველი წყალში დგას"

2023-01-30 19:28:18

რუსთავში, მეგობრობის გამზირის N27-ის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა, გულიკო დუღაშვილმა განუცხადა, ბოლო პერიოდში კორპუსის საძირკველში წყალი ხშირად დგება.

"სახლის საძირკველი წყალში დგას. სადარბაზოში საშინელი სუნია. ეს "არომატი" ბინებშიც შემოდის, ლიფტიც გაჩერებულია. ეს  უსიამოვნება ხშირად მეორდება და გვეშინია, სახლი არ დაინგრეს",- აცხადებს ადგილობრივი.

"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით კომპანია "რუსთავის წყალსაც" დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ადგილზე მათი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და სადიაგნოსტიკო ჯგუფი ნახავს, რა არის პრობლემის გამომწვევი მიზეზი.

"ადგილზე იმყოფებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები, ტერიტორია დაათვალიერეს. იყო ოდნავ დასველებული კორპუსის უკანა მხარეს მიწის ზედაპირი და სადიაგნოსტიკო ჯგუფი ნახავს, რისგან არის გამოწვეული",- განაცხადეს კომპანიაში.