განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სავარაუდოდ, წელს სკოლებში დირექტორების არჩევნებს ჩაატარებს.
არჩევნები ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უწყების განცხადებით მაშინ ამ პროცესს ხელი პანდემიამ შეუშალა.
ამ ეტაპზე დირექტორობის მსურველთა კონკურსი მიმდინარეობს, რომლის პირველი ეტაპი, ტესტირება, უკვე ჩატარებულია. შემდეგი ეტაპი კი გასაუბრება იქნება. ორივე ეტაპის გადალახვის შემდეგ აპლიკანტს სერტიფიკატი გადაეცემა, რომლითაც უფლება მიეცემა დირექტორთა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
არჩევნების თარიღთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია.
"ინფო რუსთავი" რუსთავში არსებულ 26 საჯარო სკოლის მოქმედ და მოვალეობის შემსრულებელ დირექტორებს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, აპირებენ თუ არა დირექტორების არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილი აქვთ:
28-ე საჯარო სკოლის დირექტორს - ნათია მაზანიშვილს
22-ე საჯარო სკოლის დირექტორს - ეკა ცხვედაძეს
23-ე საჯარო სკოლის დირექტორს - მზია კიწმარიშვილს
25-ე საჯარო სკოლის დირექტორს - თეა ტაბატაძეს
მე-10 საჯარო სკოლის დირექტორს - მანანა ფიროსმანაშვილს
მე-11 საჯარო სკოლის დირექტორს - გიორგი შეყილაძეს
მე-12 საჯარო სკოლის დირექტორს - მარინა ბულია-მელქაძეს
მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს - ნონა ლორიას
მე-17 საჯარო სკოლის დირექტორს - ნელი ლიქოკელს
მე-18 საჯარო სკოლის დირექტორს - ნატალია ჯავახიშვილს
მე-2 საჯარო სკოლის დირექტორს - ლალი ერქომაიშვილს
მე-3 საჯარო სკოლის დირექტორს- ბექა შათირიშვილს
მე-8 საჯარო სკოლის დირექტორს- ნინო ბეგაძეს
არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული:
21-ე საჯარო სკოლის დირექტორს - ნინო გავაშელს
24-ე საჯარო სკოლის დირექტორს - მანანა გოგოლაძეს
მე-13 საჯარო სკოლის დირექტორს - ლელა ქურდაძეს
მე-15 საჯარო სკოლის დირექტორს - ბელა მარტიაშვილს
მე-4 საჯარო სკოლის დირექტორს - მამუკა ხამხაძეს
მე-5 საჯარო სკოლის დირექტორს - თამარ გოგაძეს
მე-9 საჯარო სკოლის დირექტორს - ინგა ქურდოვანიძეს
მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს - ნაირა ქარუხნიშვილს
1-ლი საჯარო სკოლის დირექტორს - გულთამზე შკუბულიანს
არსებული კანონმდებლობის მიხედვით პირი, რომელიც სკოლას 2 ვადით მართავდა, იგივე დაწესებულებაში მე-3 ვადით ვეღარ დარჩება.
რუსთავში არსებულ 12 საჯარო სკოლაში, მე-11, 21-ე, 22-ე, 25-ე, 26-ე, მე-15, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-6, მე-7, დირექტორის მოვალეობას სწორედ ისეთი პირი ასრულებს, რომელიც აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უკვე 2 ვადით ხელმძღვანელობდა, რის გამოც, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუკი კანონმდებლობა არ შეიცვლება არჩევნების შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილ სკოლებს ახალი დირექტორები ეყოლებათ.
26-ე საჯარო სკოლის დირექტორის ბესიკ მოსულიშვილის თქმით, თუკი კანონმდებლობა არ შეიცვლება, ის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
პროცედურის მიხედვით, როდესაც არჩევნები დაინიშნება სკოლის დირექტორს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სამეურვეო საბჭო აირჩევს.
მე-7, მე-16 და მე-20 სკოლის მოქმედ ხელმძღვანელებთან დაკავშირებას შევეცადეთ, თუმცა ტელეფონზე არ გვიპასუხეს.