რუსთავის მე-5 საჯარო სკოლას გალაკტიონ ტაბიძის სახელი მიენიჭა

2023-01-30 16:34:54

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლას გალაკტიონ ტაბიძის სახელი მიენიჭა.

სკოლისთვის სახელის მინიჭების თანხმობის გაცემის შესახებ ინიცირებით საკრებულოს ქალაქის რესურსცენტრმა და მე-5 სკოლის დირექციამ მიმართა.

მე-7 მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს მე-18 სხდომაზე მე-5 საჯარო სკოლისთვის საქართველოს სახალხო პოეტის სახელის მინიჭებას დეპუტატებმა კენჭი ერთხმად უყარეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები