გელათის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.
შეგახსენებთ, გელათის ტაძრის წინამძღვარი კლინიკაში იყო მოთავსებული. მან სხეულზე დამწვრობა კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო.
სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის მომენტიდან მძიმედ ფასდებოდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.