გელათის მონასტრის წინამძღვარი, იოსებ ბურჯანაძის კელიაში ხანძრი გაჩნდა.
შემთხვევის დროს წინამძღვარმა დამწვრობა მიიღო, რის გამოც ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, სასულიერო პირს სხეულის 50%-იანი დამწვრობა აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
რა გახდა ხანძრის მიზეზი უცნობია.