ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

2023-06-11 12:37:52

ქუთაისთან ახლოს, სოფელ გეგუთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა, დაშავებულია 5 მგზავრი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, ხოლო ორმა გადაყვანაზე უარი განაცხადა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები