რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, ამ დროისთვის, 7 ავტობუსი მოძრაობს.
ავტობუსები დედაქალაქისკენ მოძრაობას ყოველ დილით - 7 საათზე იწყებენ.
მუნიციპალური ავტობუსების გადაადგილების გრაფიკი კვირის დღეების მიხედვით განსხვავებულია.
სამუშაო დღეებში, ავტობუსები თბილისის მიმართულებით, ყოველ 13 წუთში ერთხელ გადიან.
რაც შეეხება შაბათ-კვირას, დასვენების დღეებში, რეისებს შორის 20 წუთიანი ინტერვალია.
ბოლო რეისი თბილისის მიმართულებით, სამუშაო დღეებში 22:10 წეთზე სრულდება, შაბათ-კვირას კი თბილისის მიმართულებით წასვლას ავტობუსით - 22:00 საათზე შეძლებთ.
როგორც შესაბამის სამსახურში აცხადებენ, ბოლო პერიოდში მგზავრთა ნაკადმა მოიმატა, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ თავდაპირველად დანიშნული 5 ავტობუსის ნაცვლად, დღეს მგზავრებს 7 ავტობუსი ემსახურება.
დღის განმავლობაში, რუსთავი - თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებით, საშუალოდ 3000-მდე მგზავრი სარგებლობს.