რუსთავის კერძო სკოლა "რუსთველი" სსიპ სარეაბილიტაციო ცენტრ "კესანეს" ესტუმრა.
სარეაბილიტაციო ცენტრში სკოლა "რუსთველის" მოსწავლეებმა ბენეფიციარებისთვის ღონისძიება "მოვეფეროთ ერთმანეთს" გამართეს, რომლის ფარგლებშიც შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური ნომერი.
ღონისძიებაში მონაწილეობა არამარტო მოსწავლეებმა არამედ ბენეფიციარებმაც მიიღეს, რომლებსაც გადაეცათ სხვადასხვა სახის ტკბილეული და სათამაშო.