რუსთავში ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

2023-01-25 00:01:29

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 6 წლის ბავშვს და მის 30 წლამდე დედას ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც ქვეითად გადაადგილდებოდნენ.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკიდან გაწერეს, ხოლო 6 წლის ბიჭს მარცხენა ლავიწის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, რის გამოც კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები