ვაზისუბანში ერთ-ერთ მაღაზიაში მომხმარებელი გამყიდველს დაუპირისპირდა.
სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, მამაკაცმა შენობის გარეთ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცი ცხელ კვალზე დააკავეს და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა დაწყებული, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.