"100-მდე ლიფტის განახლების შესაძლებლობა გვექნება"

2023-01-23 13:19:21

რუსთავში წელს 100-მდე ლიფტის განახლება იგეგმება.

ამის შესახებ ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ მერიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ლაცაბიძის თქმით, ლიფტებისთვის 5 000 000 ლარია გამოყოფილი და ისეთი ლიფტების რეაბილიტაცია იგეგმება,  რომლებიც გადაუდებლად საჭიროებს განახლებას.

"5 მილიონი ლარი დამატებით გამოიყოფა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ის პროექტი, რომელიც დაწყებული გვქონდა. შარშან ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტიდან დაიხარჯა 3 მილიონი ლარი. წელს კიდევ უფრო მეტი ზრდა გვაქვს და ვმუშაობთ ცენტრალურ მთავრობასთან და უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის სწორედ პრემიერის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი. ვმუშაობთ კომპანიებთან, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშაოთ, და უკვე ბოლოში ვართ პრინციპში გასული, შესაბამისი ტექნიკური დავალება, გამოვაცხადოთ ტენდერი.

ტენდერით გავიგებთ, რამდენი ლიფტის რეაბილიტაციას შევძლებთ ამ თანხით. ვფიქრობთ, მინიმუმ 100-მდე ლიფტის განახლების შესაძლებლობა გვექნება.

შარშანდელი ლიფტების რეაბილიტაციის პროექტი იყო მეგობრობის გამზირის ურბანული განახლების პროექტის თანმდევი პროცესი, წელს ჩვენ სამსახურთან ერთად მთელი წლის განმავლობაში მოსახლეობისგან და ასევე ექსპერტების შეფასებიდან გამომდინარე გვაქვს დასკვნები, ვიზუალური დათვალიერებითაც გვაქვს მონაცემები იმ ლიფტებზე, რომლებიც გადაუდებლად საჭიროებს განახლებას.

რა თქმა უნდა, დავიწყებთ ამ ლიფტებით და შემდეგ გვანახებს პროცესი როგორ უნდა გავაგრძელოთ. ეს არ არის საკმარისი, ამას კიდევ სჭირდება მუშაობა იმისთვის, რომ ის დაპირება, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო გაჟღერებული და გასულ წელს დავიწყეთ ლიფტების რეაბილიტაციის კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წავიდეთ წინ. თუმცა წლის დასაწყისშივე 5 მილიონი ლარით ამ პროექტების გაგრძელება, ვფიქრობ, არის ძალიან კარგი დასაწყისი და ამას მოჰყვება გაგრძელება",- განაცხადა ლაცაბიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები