რუსთავში მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს

2023-01-23 10:59:15

რუსთავის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს.

რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებებსაც ხსნიან.

სადღესასწაულო მორთულობების დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთო.