პროფესიული კავშირის გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე და მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის, დარგობრივი ორგანიზაციის თავჯდომარე, რუსთაველი თამაზ დოლაბერიძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას პროფკავშირები Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებე.
"პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანების აპარატის წევრები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილისა და მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის, დარგობრივი ორგანიზაციის თავჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. უდიდესი ტკივილია ამ უაღრესად ღირსეული, საკუთარ საქმესა და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანის დაკარგვა პროფკავშირისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის.
განსაკუთრებით თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებსა და შრომით კოლექტივს, დარგის წევრებს...
რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, რასაც ამ დიდი დანაკლისის, საუკეთესო მეგობრის დაკარგვის გამო განვიცდით",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" გუნდი იზიარებს ოჯახის მწუხარებას.