რუსთავის ხელახალი დაბადებიდან 75 წელი გავიდა [photo]

2023-01-19 19:45:31

რუსთავის ხელახალი დაბადებიდან 75 წელი გავიდა.

ხელახლა დაბადებას ვამბობთ იმიტომ, რომ ჩვენს ქალაქს 75 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრესიდიუმის ბრძანებულებით დაბა რუსთავი 1948 წლის 19 იანვარს გარდაბნის რაიონს გამოეყო და ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

"ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრესიდიუმისა. საქართველოს სსრ გარდაბნის რაიონის დაბა რუსთავის ქალაქ რუსთავად გარდაქმნის შესახებ. გამოეყოს საქართველოს სსრ გარდაბნის რაიონის დაბა რუსთავი და გარდაიქმნას რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად.

ბრძანებას ხელს აწერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრესიდიუმის თავმჯდომარე: გ. სტურუა და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრესიდიუმის მდივანი: ვ. ეგნატაშვილი.

1948 წ. 19 იანვარი. ქ. თბილისი."

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" გთავაზობთ უნიკალურ ფოტოებს, რომლებზეც აღბეჭდილია, როგორ შენდებოდა 40-იან წლებში ჩვენი ქალაქი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები