რუსთავში, ქაშაკაშვილის 1-ის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მანანა ლაზარაშვილმა განუცხადა, მათი კორპუსი ავარიულია და საჭიროებს გამაგრებით სამუშაოებს.
ბოლო 6 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მიმართეს მერიას, არსებობს საექსპერტო დასკვნაც, მოხდა პროექტის შეძენაც, თუმცა გამაგრებითი სამუშაოები არ ჩაუტარდა.
"საძირკვლიდან დაწყებული ავარიულ მდგომარეობაშია კორპუსი. 2016 წელს მიღებული სამხარაულის დასკვნა, შესაბამისად მივმართეთ მერიასა, როგორც გვითხრეს 2017 წელს ხარჯთაღრიცხვა შესყიდულია, თუმცა მაგრამ გაჩერებულია პროცესი. ბოლო პერიოდშიც მივმართეთ. წელიწადში რამდენჯერმე ვწერთ განცხადებას, საკრებულოშიც ვიყავით ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში. 25 ოქტომბერს გვაქვს წერილი დაწერილი. ახლა 6 იანვარს გაგვცეს პასუხი, რომ მიმდინარე წელსო თქვენი შენობა ბიუჯეტში არ არისო. რადგან აქ ტროტუარები კეთდება, ლოგიკურია, რომ ეს შენობაც გაკეთდეს",- აცხადებს მანანა ლაზარიაშვილი.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერიასაც მიმართა, მათ პასუხს ამ დრომდე ველოდებით.