თელავში, 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
მეზობლების ინფორმაციით, ის ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. გარდაცვლილი აბაზანაში ახლობელმა იპოვა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ქალი, სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზით გაიგუდა, თუმცა ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.