რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებაში” განუცხადეს, სააღმზრდელო პროცესი ყველა ბაღში, გარდა 37-ე ბაღისა, შეუფერხებლად განახლდა.
მათი თქმით, შეფერხების მიზეზი გათბობის სისტემის პრობლემა გახდა.
"რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალში სააღმზრდელო პროცესი შეუფერხებლად განახლდა, გარდა 37 ბაგა-ბაღისა, სადაც არის გათბობის სისტემის პრობლემა და მიმდინარეობს სამუშაოები.
აღნიშნულ ბაღში დღეს გამოცხადდა 2 აღსაზრდელი, რომლებიც პედაგოგებთან ერთად მეორმოცე ბაღში არიან გადაყვანილი. ვიდრე 37 ბაღში გათბობის სისტემის პრობლემა არ მოგვარდება ყველა აღსაზრდელი მიღებული იქნება ახლომდებარე ბაღში და არცერთი მათგანი არ დარჩება სერვისის გარეშე",- აცხადებენ,
გაერთიანებაში ამბობენ, რომ რუსთავის ბაღებში პირველ დღეს აღსაზრდელთა 30% გამოცხადდა.