შეღავათი ბიომეტრიულ პასპორტზე

2023-01-15 12:56:34

საქართველოში ბიომეტრიული პასპორტის დამზადება 150 ლარი ღირს, თუმცა არიან ჯგუფები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობენ.

როგორც იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ შეღავათებით სარგებლობენ:

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები-მომსახურეობის საფასურის 50%-იანი შეღავათით ;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები-მომსახურეობის საფასურის 50%-იანი შეღავათით;

მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები-მომსახურეობის საფასურის 50%-იანი შეღავათით ;

18 წლამდე პირები-მომსახურეობის საფასურის 50%-იანი შეღავათით;

სრულწლოვანი პირი, რომელიც არის უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი და რომელიც ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას სტატუსით " სტუდენტი" თავისუფლდება ბიომებტრიული პასპორტისათვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% ით.