საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თბილისის დროით 12:36 საათზე მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 3 კმ-ში იყო და მისი სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა.
ძლიერი რყევები იგრძნეს კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.